05 მაისი 2024,   17:19
ვრცლად
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დანიშნული სასამართლოების თავმჯდომარეები და არასამთავრობო ორგანიზაციების კრიტიკა

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოქმედი შემადგენლობის ერთ-ერთი ბოლო გადაწყვეტილება კვლავ ხმაურის მიზეზი გახდა. ვადის ამოწურვამდე რამდენიმე დღით ადრე, საბჭოს წევრებმა 11 რაიონული და საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარეები დანიშნეს.

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ იუსტიციის საბჭოს წევრები, რომლებსაც უფლებამოსილება რამდენიმე დღეში ეწურებათ, მაღალ თანამდებობებზე მათთვის სასურველი კადრების დანიშვნას და ძალაუფლების შენარჩუნებას ცდილობენ.

სამოქალაქო სექტორში თვლიან, რომ დღევანდელი გადაწყვეტილება იმ პროცესის გაგრძელებაა, რომელიც ცოტა ხნის წინ 80-მდე მოსამართლის გაუმჭვირვალე პროცედურებით დანიშვნით დაიწყო, ოდნავ მოგვიანებით კი თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარედ მიხეილ ჩინჩალაძის არჩევით გაგრძელდა.

უფლებამოსილების ვადა რამდენიმე დღეში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 8 წევრს ეწურება.

დღის ამბები