07 მაისი 2024,   07:30
ვრცლად
ვენეციის კომისიის დასკვნა - ოპოზიცია მმართველ გუნდს კომისიასთან პოლიტიკურ ვაჭრობაში ადანაშაულებს

სამი კომპონენტიდან, რომელსაც ვენეციის კომისია საპარლამენტო არჩევნების შეზღუდვად მიიჩნევს, ხელისულება პოზიციას მხოლოდ ერთ შემთხვევაში ცვლის. ევროპელი ექსპერტების დასკვნის მიუხედავად, არ მცირდება ბარიერი და არც ბლოკების აკრძალვის შესახებ ჩანაწერი უქმდება.

ერთპარტიული დიქტატურის საფრთხეზე არასაპარლამენტო ოპოზიცია უკვე ღიად საუბრობს. რედაქცია, რომელსაც „ქართული ოცნება“ კენჭისყრისთვის ამზადებს, ოპოზიციის აზრით, მრავალპარტიული პარლამენტის შესაძლებლობას გამორიცხავს.

ოპოზიციის აზრით, ვენეციის კომისიის მთავარი გზავნილი კონსტიტუციის კონსენსუსის მეშვეობით მიღებაა. ცვლილებების პაკეტს კი, რომელსაც ხელისუფლება პარლამენტში განხილვისთვის ამზადებს, მიუღებელია ოპოზიციისთვის.

საპარლამენტო ოპოზიცია „ქართულ ოცნებას“ ვენეციის კომისიასთან პოლიტიკურ ვაჭრობაში ადანაშაულებს.

ვენეციის კომისიის წინასწარ განცხადებაში პოზიტიურად არის შეფასებული მაჟორიტარული სისტემის გაუქმების ნება, თუმცა მმართველ გუნდში ეს გადაწყვეტილება ჯერ არ არსებობს, კითხვის ნიშნის ქვეშ არის ისიც, როდიდან შეიცვლება სისტემა.

ვენეციის კომისიის პირველი განცხადება ევროპის საბჭოს ვებ გვერდზე გამოქვეყნდა, დოკუმენტის მთლიანი ტექსტი ორშაბათს გახდება ცნობილი.

დღის ამბები