06 მაისი 2024,   19:09
ვრცლად
"თავისუფლების" დახურული პროექტები - არასამთავრობოები გადაცემების პოლიტიკური ნიშნით შერჩევაზე საუბრობენ

საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაწყვეტილებით, დახუროს "რადიო თავისუფლების" 2 პროექტი, "რადიო თავისუფლების" დირექტორი უკმაყოფილოა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორი ვასილ მაღლაფერიძე კი არხზე დახურულ 2 გადაცემას, „ინტერვიუს“ სალომე ასათიანთან და გოგი გვახარიას „წითელ ზონას“, დამოუკიდებელ პროდუქტად თვლის და მის საზოგადოებრივ მაუწყებელზე გასვლას არასწორად მიიჩნევს.

„წითელი ზონის“ წამყვანი ამბობს, რომ პირველი არხის მენეჯმენტს გადაწყვეტილების მიღება პოლიტიკურმა ელიტამ უკარნახა. გოგი გვახარიას ბრალდებებს არ ეთანხმება ვასილ მაღლაფერიძე, თუმცა ამავე დროს არ მალავს, რომ "წითელი ზონის" დახურვის მიზეზი პოლიტიკურია.

სამოქალაქო სექტორის და მედიაექსპერტების აზრით, "პირველ არხზე" არა რეორგანიზაცია, არამედ გადაცემების პოლიტიკური ნიშნით შერჩევა მიდის. ისინი დარწმუნებული არიან, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელზე "რადიო თავისუფლების" გადაცემების დახურვა საერთაშორისო ორგანიზაციების ანგარიშებშიც მოხვდება, რამაც შესაძლოა საქართველოს პრესის თავისუფლების ინდექსზეც მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს.

დღის ამბები