02 მაისი 2024,   18:08
ვრცლად
ნუ იძალადებთ პოლიტიკურ პროცესზე თქვენი პულტებით - გიორგი მარგველაშვილი დეპუტატებს მიმართავს

„ნუ იძალადებთ პოლიტიკურ პროცესზე თქვენი პულტებით,“ - ამ  განცხადებით საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა უმრავლესობის დეპუტატებს მიმართა.

მისი აზრით, მათ ხალხის მიერ მიღებული ნდობით არ უნდა ისარგებლონ და კონსტიტუციის პროექტს, რომელიც თანხმობის გარეშეა მიღებული, მხარი არ უნდა დაუჭირონ.

„თქვენ ხელში გაქვთ პულტები, ქართულმა საზოგადოებამ მოგცათ ხელში ეს პულტები, მაგრამ შეეცადეთ, რომ ეს პულტები არ გამოიყენოთ, იმიტომ რომ ძალადობით კონსტიტუციის მიღება არ არის სწორი ნაბიჯი.“

„ჩვენ მივიღეთ კონსტიტუციის პროექტი, რომელსაც აქვს მარტივად, ნულოვანი კონსენსუსი. ამ დოკუმენტს ხელს აწერს მხოლოდ ერთი პარტია, რაც აპრიორი ნიშნავს იმას, რომ დოკუმენტი არ არის თანხმობის, ერთიანი სულისკვეთების გამომხატველი დოკუმენტი,“ - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ დღევანდელ სესიას მხოლოდ "ქართული ოცნების" დეპუტატები ესწრებოდნენ და მათ კონსტიტუციის ახალი რედაქციის პროექტს ერთხმად დაუჭირეს მხარი.

ამავე თემაზე
დღის ამბები