02 მაისი 2024,   23:38
ვრცლად
"ისტორიული მომენტი" - ეკა ბესელია ახალი კონსტიტუციის პირველი მოსმენით მიიღებას აფასებს

საპარლამენტო უმრავლესობამ ქვეყნის ახალი კონსტიტუცია პირველი მოსმენით მიიღო. საქართველოს მთავარი კანონის ახალი რედაქცია „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა ერთსულოვნად და ერთპარტიულად მიიღეს, დღევანდელ სხდომას არც ერთი ოპოზციური პარტია არ ესწრებოდა.

უმრავლესობა ერთსულოვნად მიღებულ გადაწყვეტილებას აფასებს და ამ მოვლენას "მნიშვნელოვანს" უწოდებს. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ სრულიად ლეგიტიმურ დოკუმენტს მიიღებენ.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ეკა ბესელია, უმრავლესობის მიერ ახალი კონსტიტუციის პირველი მოსმენით მიღებას "ისტორიულ მომენტს" უწოდებს.

„გადაუჭარბებლად ვფიქრობ, რომ ეს არის მართლაც ისტორიული მომენტი, როდესაც ქვეყნის ძირითად კანონში შესატან, პრაქტიკულად სრულიად ახალი რედაქციის ცვლილებებს საკონსიტუტიციო უმრავლესობით, ჩვენმა უმრავლესობამ სრული მხარდაჭერა გამოუცხადა,“ -გნაცხადა ეკა ბესელიამ.

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე, გიორგი კახიანი აღნიშნავს, რომ ახალი კონსტიტუცია ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას უზრუნველყოფს.

„პროდუქტი, რომელსაც ჩვენ ამ პროცესის შედეგად მივიღებთ იქნება ჩვეულებრივ ლეგიტიმური, ისევე, როგორც ამას კანონმდებლობა ითვალისწინებს. ჩვენ გვექნება ახალი კონსტიტუცია, რომელიც დაამკვირდებს ისეთ კონსტიტუციურ სისტემას, რომელიც ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარების გრძელვადიან პერსპექტივას შეუწყობს ხელს,“ - განაცხადა გიორგი კახიანმა.

დეპუტატებმა კენჭი უყარეს მეორე კანონპროექტსაც აჭარის ავტომონიური რესპუბლიკის კონსტიტუციის შესახებ. 

დღის ამბები