02 მაისი 2024,   22:43
ვრცლად
ანტიდემოკრატიული, ანტიკონსტიტუციური - ნიკა მელია ახალი კონსტიტუციის პირველი მოსმენით მიღებას აკრიტიკებს

„არცერთი პოლიტიკური პარტია ქვეყანაში რეგისტრირებული, არ ეთანხმება „ქართულ ოცნებას“ ამ ცვლილებებთან დაკავშირებით,“ - ასე აფასებს პარლამენტის ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობის” წევრი, ნიკა მელია, მმართველი გუნდის მიერ ახალი კონსტიტუციის პირველი მოსმენით მიღებას.

საქართველოს მთავარი კანონის ახალი რედაქცია „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა ერთსულოვნად და ერთპარტიულად მიიღეს, დღევანდელ სხოდმას არც ერთი ოპოზციური პარტია არ ესწრებოდა.

ნიკა მელია, აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ მიერ შეთავაზებულ ვარიანტს არც სამოქალაქო სექტორში და არც პოლიტიკურ წრეებში არ მიესალმებიან.

„არცერთი პოლიტიკური პარტია ქვეყანაში რეგისტრირებული, არ ეთანხმება „ქართულ ოცნებას“ ამ ცვლილებებთან დაკავშირებით. არ არსებობს არცერთი სამოქალაქო ჯგუფი, ვინც მხარს უჭერს „ქართულ ოცნებას.“ მხოლოდ და მხოლოდ „ქართული ოცნების“ დეპუტაცია ასე კადნიერად იღებს იმ გადაწყვეტილებას, რომელიც, ბუნებრივია, არის ანტიდემოკრატიული, ანტიკონსტიტუციური,“ - განაცხადა ნიკა მელიამ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები