02 მაისი 2024,   13:47
ვრცლად
იუსტიციის საბჭო ახალ წევრებს ირჩევს - მიმდინარეობს ხმის დათვლის პროცედურა

მოსამართლეთა კონფერენციაზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ახალ წევრებს ირჩევენ. ხმის დათვლის პროცედურა ამ წუთებშიც გრძელდება. საბოლოო შედეგი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ამ დროისთვის დასახელებული 7 კანდიდატიდან 4 ლიდერობს - ირაკლი შენგელია, დიმიტრი გვრიტიშვილი, ვასილ მშვენიერაძე და ირაკლი ბონდარენკო.

ლევან მურუსიძის, თამარ ალანიას, შოთა გეწაძის და მერაბ გაბინაშვილის ადგილმონაცვლეებს მოსამართლეთა კორპუსი 7 კანდიდატიდან, ფარული კენჭისყრით ირჩევენ.  

დღეს ჟურნალისტებთან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ახალმა წევრებმა, რომლებიც სამი დღის წინ პარლამენტმა დაამტკიცა, კომენტარი გააკეთეს.

„იმედი მაქვს, ახალი საბჭო გაუძლებს იმ გამოწვევებს, რომლის წინაშეც დგას. თუ შევადარებთ საბჭოს მუშაობას განვლილ პერიოდს, ვნახავთ, რომ არის დიდი ნაბიჯები გადადგმული, თუმცა შესაძლებელია უფრო მეტად გახდეს ეს გამჭვირვალე და უფრო მეტად დაიხვეწოს საბჭოს მუშაობა. ერთ-ერთი საკითხი, რაზეც ვფიქრობ, რომ გამჭვირვლობის თვალსაზრისით, უფრო მეტად უნდა იქნას დასახვეწი, მოსამართლეთა დანიშვნის კრიტერიუმებია,“ - განაცხადა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა, ირმა გელაშვილმა.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის, ნაზი ჯანეზაშვილის აზრით, კრიტიკა ჯანსაღი პროცესია და კომპეტენტური ორგანიზაციების მიერ გამოთქმული კრიტიკა საბჭომ უნდა გაიზიაროს.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები