02 მაისი 2024,   17:34
ვრცლად
გეოფიზიკის ინსტიტუტის თერმობაროკამერა ხელოვან გიო სუმბაძის ექსპოზიციას მასპინძლობს

გამოფენა უჩვეულო სივრცეში - გეოფიზიკის ინსტიტუტის ატმოსფერული ფიზიკის კვლევის განყოფილება პირველ ექსპოზიციას მასპინძლობს. ”თხელი ყინული” ასე ჰქვია გიო სუმბაძის ფოტო პროექტს, რომელიც ჰაერისა და გარემოს დაბინძურებას ეხება. ხელოვანმა საკუთარი გამოფენისთვის საექსპოზიციო სივრცეც სიმბოლურად შეარჩია.

ფოტო პროექტში ”თხელი ყინული” 10-მდე სურათია და ყველა ჰაერისა და გარემოს დაბინძურებას ეხება. გიო სუმბაძე უკვე რამდენიმე წელია ეკოლოგიის თემაზე მუშაობს და სურს, რომ მსგავს საკითხებზე სხვა ხელოვანებმაც გაამახვილონ ყურადღება.

ექსპოზიციაზე მისულ სტუმარს არა მხოლოდ ნამუშევრების, არამედ მნიშვნელოვანი საექსპერიმენტო სივრცისა და უჩვეულო არქიტექტურის მქონე ნაგებობის ნახვა შეეძლება.

საექსპოზიციოდ გიო სუმბაძემ გადაწყვიტა, საგამოფენო სივრცეში არაფერი შეეცვალა. საექსპერიმენტო დარბაზს მხოლოდ ორი ნათურა გაანათებს.

45 წლის განმავლობაში ის არცერთხელ არ გარემონტებულა, არც დანადგარები შემატებია. მიხეილ ნოდიას სახელოსნოს გეოფიზიკის ინსტიტუტის თერმობაროკამერა თავდაპირველად ატმოსფერული პროცესების შესასწავლად აშენდა და იმ დროს აქ 80-მდე ადამიანი მუშაობდა. დღეს კი, კვლევებს მხოლოდ 20-მდე თანამშრომელი და ისიც შეზღუდულ პირობებში ატარებს.

გეოფიზიკის ინსტიტუტის ატმოსფერული ფიზიკის კვლევის განყოფილებაში გამოფენა პირველად 25 ივნისს, „SOU ფესტივალის“ ფარგლებში გაიმართება. 

დღის ამბები