02 მაისი 2024,   15:36
ვრცლად
თამარ ჟვანია მისი უფლებამოსილების ვადის ამოწურვასთან დაკავშირებით პირველ კომენტარს აკეთებს

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, თამარ ჟვანია, მისი უფლებამოსილების ვადის ამოწურვასთან დაკავშირებით, პირველ კომენტარს აკეთებს. ჯერ უცნობია განაგრძობს თუ არა ამავე პოსტზე დასარჩენად ბრძოლას, ცესკო-ს მოქმედი თავმჯდომარე. მისი თქმით, მას ამ კითხვაზე ჯერ არ აქვს პასუხი. თამარ ჟვანიამ დღეს საარჩევნო კოდექსში განხორციელებულ ცვლილებებზეც ისაუბრა.

“ჯერ მე თვითონ არ დამისვამს ეს კითხვა ჩემი თავისთვის და პასუხიც არ მაქვს. უნდა დადგინდეს სწორედ ის წესები, რომელიც აქამდე არ იყო დადგენილი მედიის აკრედიტაციისთვის, რომ პირიქით გაიხსნას უფრო მეტად მედიის დაშვება და არ იყოს არანაირი შეზღუდვა, პირიქით მედიისთვის კარგი ცვლილებებია. ღიაობა საჯაროობა ეს არის მედიისთვის გადამწყვეტი და ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტი,“ - განაცხადა ჟვანიამ.

დღის ამბები