28 აპრილი 2024,   11:11
ვრცლად
"ქართულმა ოცნებამ" ქუთაისში საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენა დაიწყო

"ქართულმა ოცნებამ" ქუთაისში საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენა დაიწყო. პირველად პარტიამ გამარჯვების ოლქის კანდიდატი ირაკლი შენგელია წარადგინა.

წარგენას ვიცე-პრემიერი მიხეილ ჯანელიძე და ქუთაისის მერობის კანდიდატი გიორგი ჭიღვარია ესწრებოდნენ. შეხვედრა კიკვიძის ბაღში გაიმართა.

ირაკლი შენგელია პროფესიით ექიმია. იგი 2012 წლიდან დღემდე იმერეთის რეგიონალურ კლინიკურ საავადმყოფოში რადიოლოგიური დეპარტამენტის ხელმძღვანელია.

დღის ამბები