02 მაისი 2024,   18:10
ვრცლად
მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში მიმავალ მატარებელს გაუშვებს

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, გადაწყვიტა კრაკოვეცის გამშვებ პუნქტთან მიმავალ მატარებელზე აღარ ავიდეს და მგზავრები გაუშვას.

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა საკუთარი გადაწყვეტილების არგუმენტად ის დაასახელა, რომ მას არ სურს პრობლემები შეუქმნას სხვა მგზავრებს, რომელთა შორის მცირეწლოვანი ბავშვებიც არიან. 

მომხდარზე პასუხისმგებლობას სააკაშვილი უკრაინის პრეზიდენტს აკისრებს. სააკაშვილი უკრაინაში შესვლას კანონიერი გზით მაინც გეგმავს და მისი თქმთ ის ამას დღესვე გააკეთებს.

მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები და ოჯახის წევრები საკუთარი ბილეთების გამოყენებას სხვა მოქალაქეებს სთავაზობენ.

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მხარდამჭერებისთვის მიუღებელია გადაწყვეტილება, რომელიც უკრაინის ხელისუფლებამ მიიღო. მათი თქმით, პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს პირადი დავალებით, პოლონეთიდან უკრაინის მიმართულებით მიმავალ მატარებელს გამგზავრების უფლებას არ აძლევენ, რადგან მასში მიხეილ სააკაშვილი იმყოფება.

ამავე თემაზე
დღის ამბები