06 მაისი 2024,   19:54
ვრცლად
კანონი საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ - კამათი მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის

საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ კანონში შესატანი ცვლილებები განიხილეს. ცვლილებები ითვალისწინებს ბორდისა და დირექტორის უფლებების გამიჯვნას, ასევე გარკვეულ შემთხვევებში, დირექტორს ერთპიროვნულად გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობა ეძლევა. 

კომიტეტის სხდომაზე საუბარი შეეხო ასევე, შესყიდვების დროს, საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის შესაძლო გამონაკლისის დაშვებას. სწორედ ამ თემებზე საუბარს, მმართველ გუნდსა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის მცირე შელაპარაკება მოყვა.

„ეს არის ავტორიტარულ დირექტორზე მორგებული კანონი. საზოგადოებრივი მაუწყებელი კი არ იქნება, ეს იქნება საზოგადოებრივი ვასიკო ვიზია. 50 კაცი GDS-დან გადმოიყვანეს უკვე. რა მოტივით აძლევთ საზოგადოებრივ მაუწყებლებს რეკლამის განთავსების უფლებას. თქვენ 40 მილიონი ბიუჯეტით რეკლამაც წაართვით კერძო ტელევიზიებს და მეორე ტელევიზიას, რომელსაც სახელმწიფო მხარდაჭერა ნული აქვს და იქით იხდის გადასახადებს და ამ შემთხვევაში რეკლამაში კონკურენციას უსვამ? ეს პირდაპირ არის მიმართული "რუსთავი 2"-ის წინააღმდეგ,“ - განაცხადა რომან გოცირიძემ.

ამ განცხადებას პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გედევან ფოფხაძემ უპასუხა, რომელმაც გოცირიძე მისთვის შეურაცხყოფის მიყენებაში დაადანაშაულა.

დღის ამბები