06 მაისი 2024,   21:00
ვრცლად
”თავისუფალი საქართველოს” ქუთაისის მერობის კანდიდატმა გაზის ტარიფის გაზრდა გააპროტესტა

”თავისუფალი საქართველოს” ქუთაისის მერობის კანდიდატმა მომხრეებთან ერთად, დღეს პარლამენტთან საპროტესტო აქცია გამართა. გოგი წულაია გაზის ტარიფის გაზრდას აპროტესტებს.

მერობის კანდიდატი ხელმოწერების შეგროვებას იწყებს, რომელსაც პრემიერს გადაუგზავნის და აუდიტის სამსახურისგან მოითხოვს, დარიცხული თანხის შესაბამისობის განსაზღვრას.

„ჩვენ განცდა გვაქვს, რომ ეს არის კორუფციული მთავრობის წევრების გაუმაძღარი გემოვნების დასაკმაყოფილებლად არსებული ტარიფი,“ - აცხადებს წულაია.

დღის ამბები