02 მაისი 2024,   23:21
ვრცლად
ფხენიანმა ვიდეოკოლაჟი გაავრცელა, რომელშიც ამერიკულ სამხედრო თვითმფრინავებსა და ხომალდ "კარლ უინსონს" ანადგურებს

ფხენიანმა ვიდეოკოლაჟი გაავრცელა, რომელშიც ამერიკულ სამხედრო თვითმფრინავებსა და ხომალდ "კარლ უინსონს" ანადგურებს. კომპიუტერული გრაფიკის მეშვეობით ვიდეომასალაში ნაჩვენებია, როგორ ახორციელებს ჩრდილოეთ კორეა სარაკეტო იერიშს შეერთებული შტატების ბომბდამშენსა და ავიაგამანადგურებელზე.

ვიდეორგოლში წყალქვეშა ნავიდან ამერიკის ატომურ ავიამზიდზე მოდელირებული თავდასხმაცაა ასახული. კოლაჟი ჩრდილო კორეის საინფორმაციო სააგენტოებმა მას შემდეგ გაავრცელეს, რაც შეერთებულმა შტატებმა ფხენიანის საზღვართან სტრატეგიული ბომბდამშენები და გამანადგურებლები გაგზავნა. პენტაგონის ცნობით, სამხედრო თვითმფრინავებმა დემილიტარიზებულ ზონასთან იფრინეს და ჩრდილო კორეის საზღვარს 21-ე საუკუნის პერიოდში ყველაზე მეტად მიუახლოვდნენ.

დღის ამბები