02 მაისი 2024,   13:24
ვრცლად
გამიჯნეთ ერთმანეთისგან სახელმწიფო და პარტია - თეა წულუკიანი არჩევნებში მონაწილე კანდიდატებს მოუწოდებს

იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი, რომელიც უწყებათაშორის კომისიას ხელმძღვანელობს, პოლიტიკურ პარტიებსა და ცალკეულ პოლიტიკოსებს მოუწოდებს ხალხს თავისუფალი არჩევანის გაკეთების საშუალება მისცენ და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებისგან თავის შეკავებას, როგორც მმართველ პარტიას, ისე ოპოზიციას მოუწოდებს.

„მინდა მოვუწოდო ყველა კანდიდატს ყველა პარტიიდან, მოვუწოდო, ასევე, მმართველ პარტიას და მის კანდიდატებს, ასევე, იმ ოპოზიციურ პარტიებსა და კანდიდატებს, რომლებიც გარდა კანდიდატობისა, ოპოზიციური პარტიებიდან არიან პარლამენტში თანამდებობებზე და ასევე ხელი მიუწვდებათ ადმინისტრაციულ რესურსზე, რომ გამიჯნონ სახელმწიფო და პარტია ერთმანეთისგან, გამიჯნონ ერთმანეთისგან ადმინისტრაციული რესურსი, რომელიც ეკუთვნის სახელმწიფოს და ხალხს და არა რომელიმე პარტიას და ამით შეუქმნან ერთმანეთს კონკურენტუნარიანი გარემო,“ - განაცხადა თეა წულუკიანმა.

ავტორი: ნინო გაზდელიანი.

დღის ამბები