05 მაისი 2024,   12:13
ვრცლად
ნარკოტიკული საშუალების მოხმარება და აზარტული თამაშები - თავდაცვის სამინისტროდან 70 პირია გათავისუფლებული

საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან და შეიარაღებული ძალებიდან ნარკოტიკული საშუალების მოხმარებისა და აზარტული თამაშებისთვის ბოლო 2 წლის განმავლობაში 70 პირია გათავისუფლებული. სულ კი, ბოლო ორი წლის განმავლობაში ნარკოტიკის მოხმარების ფაქტი 88 სამხედრო მოსამსახურეს დადუგინდა.

რაც შეეხება აზარტულ თამაშებს, 2016-2017 წლების განმავლობაში შესაბამისი დარღვევის ოქმი 26 პირის მიმართ შედგა, რომელთაგან შეიარაღებული ძალების დატოვება მოუწია ერთ სამხედრო მოსამსახურეს.

შესაბამისი ინფორმაცია თავდაცვის სამინისტროსგან სააგნეტო ”ინტერპრესნიუსმა” გამოითხოვა. 

დღის ამბები