06 მაისი 2024,   19:45
ვრცლად
სპეცოპერაცია თბილისში - სამართალდამცველები დიდუბეში არიან მობილიზებული

ამ წუთებში დიდუბის რაიონში, ვანის ქუჩაზე სპეცოპერაცია მიმდინარეობს. კომპანია „თელასის“ მიმდებარე ტერიტორიაზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული. 

როგორც „კურიერს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუმარტეს, მიმდინარეობს ნარკოტიკების რეალიზებაში ბრალდებული პირის დაკავება. 

დამატებითი დეტალები ამ დროისთვის არ ვრცელდება. ადგილზე იმყოფება „კურიერის“ გადამღები ჯგუფი.  

სპეცოპერაციის დეტალებზე 12 საათზე „კურიერის“ გამოშვებიდან შეიტყობთ. 

დღის ამბები