07 მაისი 2024,   07:17
ვრცლად
თურქმა სამართალდამცველებმა ტერორიზმის ბრალდებით 200- ზე მეტი ადამიანი დააკავეს

თურქმა სამართალდამცველებმა ტერორიზმში ეჭვმიტანილი 200-ზე მეტი ადამიანი დააკავეს. ძალოვანი უწყებების ინფორმაციით, დაკავებულებს "ისლამურ სახელმწიფოსთან" კავშირი ედებათ ბრალად. სპეცოპერაციები ანკარასა და სტამბოლში ჩატარდა.

გვიან ღამით სამართალდამცველებმა სტამბოლის სხვადასხვა რაიონში, 14 მისამართზე ჩაატარეს ჩხრეკა და 82 ეჭვმიტანილი აიყვანეს.

გამოძიების ინფორმაციით, მათი უმეტესობა უცხოელები არიან, რომლებიც თურქეთიდან სირიასა და ერაყში მდებარე ISIS-ის ბანაკებში აპირებდნენ გამგზავრებას. უფრო მასშტაბური ოპერაცია ჩატარდა ანკარასა და მის შემოგარენში.

ძალოვანებმა 245 ადამიანი აიყვანეს, თუმცა სასამართლომ მხოლოდ 165 ეჭვმიტანილის დაპატიმრების ორდერი გასცა.

გამოძიების ინფორმაციით, ანტიტერორისტული ოპერაცია დაზვერვის სამსახურთან კოორდინაციით, ოქტომბრის ბოლოს დაიგეგმა. ოპერაციაში 500 ათასამდე ძალოვანია ჩართული.

დღის ამბები