
This is a modal window.
„პოროშენკო, როგორც პრეზიდენტი, სამართლებრივი სივრციდან გასულია, ჩვეულებრივი ადამიანი კრიმინალური მენტალობით, რომელმაც სერიოზული საფრთხე დაინახა ოლიგარქიული რეჟიმის ჩამონგრევისა, რომელსაც სააკაშვილი საფრთხეს უქმნის, გადავიდა ბიჭური ანგარიშსწორებით,“ - ამის შეახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ „კურიერის“ პირდაპირ ეთერში განაცხადა. ის უკრაინაში მიხეილ სააკაშვილის დაკავებას გამოეხმაურა.
"სააკაშვილი არის უდიდესი იმედი მილიონობით უკრაინელისთვის, რომ უკრაინაში წარსულს ჩაბარდეს არქაული ძალა, როგორც საქართველოს მოქალაქეებისთვის,“ - აღნიშნა ნიკა მელიამ.
ნიკა მელიამ მხარდამჭერებს მოუწოდა, სანამ „ენმ“ ოფიციალურ განცხადებას არ გააკეთებს, აქციის გამართვისკენ თავი შეიკაონ.
„ყველა სცენარისთვის მზად ვართ, მჭიდრო კომუნიკაციაში ვართ ჩვენს მეგობებთან უკრაინაში, გადავდგამთ ისეთ ნაბიჯს, რომელიც ამ ქვეყნის მომავლისთვის იქნება მომგებიან. ყველა ჩვენს მხარდამჭერს მოვუწოდებთ, აქციების მოწყობისგან დამოუკიდებლად თავი შეიკაონ,“ - აღნიშნა ნიკა მელიამ.