02 დეკემბერი 2022,   16:34
ვრცლად
"ამასაც ვაჟკაცურად გადავიტანთ“ - დავით საყვარელიძე მიხეილ სააკაშვილის დაკავებაზე

მიხეილ სააკაშვილი ერთერთი პირველი იყო, ვინც მიხეილ სააკაშვილის შესახებ ინფორმაცია შეიტყო. ის ახლა უშიშროების სამსახურის იმ შენობასთან იმყოფება, სადაც სავარაუდოდ, სააკაშვილის დაკავების შემდეგ გადაიყვანეს.

მისი განცხადებით, სააკაშვილი შეუძლოდ იყო და უკრაინის რადას შენობასთან, კარვების ქალაქში თავის მხარდამჭერებთან ერთად დღეს ამის გამო არ იმყოფებოდა.

მისი თქმით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის დაკავება უკავშირდება პოლიტიკურ აქტივობას და იმპიჩმენტთან დაკავშირებით მრავალათასიან მარშს, რომელიც გასულ კვირას გაიმართა.

„ეს არის დროებითი, ბრძოლის ერთ-ერთი ეტაპი და ამასაც ვაჟკაცურად გადავიტანთ,“ - აცხადებს დავით საყვარელიძე. 

დღის ამბები