
უკრაინის უშიშროების სამსახურის შენობაში მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები შეუშვეს. სამსახურის წარმომადგენლებმა საქართველოს მესამე პრეზიდენტი უკვე გაჩხრიკეს და ამის შემდეგ გახდება შესაძლებელი მისი შეხვედრა ადვოკატებთან.
ცოტა ხნის წინ უკრაინაში მიხიელ სააკაშვილი დააკავეს. ის ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში იმყოფებოდა. საქართველოს მესამე პრეზიდენტი კიევის ცენტრში მდებარე უკრაინის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ყავთ გადაყვანილი.