08 დეკემბერი 2024,   19:26
ვრცლად
საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებ მოსახლეობას ბუნებრივი აირის ვაუჩერებით მთავრობა აღარ დაეხმარება

წელს მთავრობა ე.წ. საზღვართან მცხოვრებ მოსახლეობას ბუნებრივი აირის ვაუჩერებით აღარ დაეხმარება. შესაბამისი თანხა ბიუჯეტში გათვალისწინებული არ არის. შარშან 11 ათას 894 ოჯახისთვის 200 ლარიანი ვაუჩერის გადასაცემად მთავრობამ 2 მილიონ 378 ათასი ლარი გამოყო, წლევანდელი ზამთრისთვის კი ბიუჯეტში ფული ვერ მოიძებნა.

საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები ათასობით ოჯახი დახმარებას ითხოვს. ადგილობრივები ამბობენ, რომ ბუნებრივი აირი ძვირია და მწირი შემოსავლის გამო გადასახადებს ვერ იხდიან. ამიტომ ხშირად შეშის ღუმელით გათბობა უწევთ. თუმცა აქ მეორე პრობლემა ჩნდება. ფიჩხს გლეხები საოკუპაციო ხაზთან მდებარე ტყეში აგროვებენ, რის გამოც ოკუპანტების სამიზნე ხშირად ხდებიან. ადგილობრივებს ოკუპანტები ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით აკავებენ და მათ ჯარიმის გადახდის შემდეგ ათავისუფლებენ.​

 

ავტორი: იზო ჩუბინიძე

დღის ამბები