05 მაისი 2024,   18:30
ვრცლად
უფლებადამცველ ზვიად კუპრავას და მის მეუღლეს თავს დაესხნენ

არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრის“ ხელმძღვანელს თავს დაესხნენ. ზვიად კუპრავას ფიზიკურად საკუთარი სახლის სადარბაზოში, გვიან ღამით გაუსწორდნენ. კუპრავას ცივი იარაღით ჭრილობები თავის არეში აქვს მიყენებული.

დაშავდა მასთან ერთად მყოფი მეუღლეც, ქალბატონს ხელი აქვს მოტეხილი. სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ისინი ღუდუშაურის კლინიკაში გადაიყვანა.

კონკრეტულად ვინ იყო თავდამსხმელი უცნობია, თუმცა დაზარალებული მომხდარს მის მიერ ხელისუფლების მისამართით გაკეთებულ არა ერთ კრიტიკულ განცხადებას უკავშირებს.

„ამ ეტაპზე ვერ მოგახსენებთ თუ რამ გამოიწვია და საიდან მომდინარეობდა თავდასხმა ჩემზე. ჩემი ვარაუდით, ეს მომდინარეობს იმ ქმედებებიდან, რასაც მე და ჩემი არასამთავრობო ორგანიზაცია რა საქმიანობასაც ეწევა ბოლო პერიოდის განმავლობაში. ჩვენ რაზეც ვმუშაობთ, ეს არის დაცვის პოლიციაში არსებული გარღვევა 28 მილიონი ლარის,“ - განაცხადა ზვიად კუპრავამ.

დღის ამბები