18 მაისი 2024,   12:28
ვრცლად
"19 წლის ადამიანის ლოგინში ჩაცხრილვით გვეუბნებიან, რომ მორჩა პრობლემა"-ოპოზიცია კონკრეტული პირების დასჯას ითხოვს

საპარლამენტო ოპოზიცია პანკისში ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით, რა დროსაც 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი დაიჭრა და შემდეგ საავადმყოფოში გარდაიცვალა, გამოძიების დროულად ჩატარებას და დამნაშავე პირების სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემას ითხოვს. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ზაზა ბიბილაშვილის აცხადებს, რომ აღნიშნულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით კითხვები არსებობს და ხელისუფლების პასუხისმგებლობა არის უმაღლესი. ბიბილაშვილი ასევე ინტერესდება იმით, თუ ვინ შემოიყვანა ქვეყანაში საერთაშორისო ტერორისტული დაჯგუფება და ვინ მიაწოდა მათ იარაღი.

„ხელისუფლების პასუხისმგებლობა არის უმაღლესი რანგის. მეტსაც გეტყვით, მე პირადად ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ამას ივანიშვილის მწვანე შუქის გარეშე ვერავინ ვერ გაბედავდა საქართველოს ხელისუფლებაში. ამისი ალბათობა პრაქტიკულად არის ნულის ტოლი. საქართველოში ვიღაცამ შემოიყვანა საერთაშორისო ტერორისტების ჯგუფი, მათ მიაწოდა დიდძალი შეიარაღება და ამის შესახებ ცხადია ხელისუფლებამ იცოდა. დღეს 19 წლის ადამიანის საკუთარ ლოგინში ჩაცხრილვით გვეუბნებიან, რომ აი მორჩა პრობლემა, ეს იყო ის ადამიანი ვინც ყველაფერის უკან იდგა და შესაბამისად დაიშალეთ ყველაფერი კარგად არის. ბუნებრივია ეს ასე არ არის. ბუნებრივია დადგება როგორც სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხი, ასევე პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი ყველა იმ ადამიანისა ვინც ამ საქმის უკან დგას,“-განაცხადა ზაზა ბიბილაშვილმა.

პანკისში ჩატარებულ სპეცოპერაციას „ყველაზე დიდი ჩავარდნას“ უწოდებს "ევროპული საქართველო.“ სერგი კაპანაძე აცხადებს, რომ უნდა დადგეს პოლიტიკური პასუხისმგებლობა იმ ადამიანების, ვინც ეს ჩავარდნა გამოიწვია. სერგი კაპანაძეს კითხვები აქვს ახმედ ჩატაევის საქართველოში შემოსვლასთან დაკავშირებითაც.

„იმასთან დაკავშირებით თუ როგორ იქნა გათავისუფლებული ჩატაევი თავის დროზე, როგორ დატოვა ქვეყანა მან თავის დროზე და მას შემდეგ, რაც მან ჩაიდინა ეს სასტიკი ტერორისტული აქტი სტამბულში, მას მერე, რაც დადასტურდა მისი კავშირი აისის-თან, მას შემდეგ, რაც ის იყო შეყვანილი ყველა შავ სიაში, რაც კი არსებობს ტერორისტების იმის მერე როგორ მოხდა მისი უკან დაბრუნება საქართველოში. ამის მიღმა ბუნებრივია არის ლეგიტიმური კითხვები, რომელიც უკავშირდება სპეცოპერაციებს. იყო თუ არა ძალა გამოყენებული გადამეტებულად მაჩალიკაშვილთან მიმართებაში. ამასთან ჩნდება კითხვები იმასთან დაკავშირებით დროულად აღმოუჩნდა თუ არა მას სამედიცინო დახმარება,“-განაცხადა სერგი კაპანაძემ. 

დღის ამბები