05 მაისი 2024,   13:28
ვრცლად
ლაგოდეხის რაიონში ოჯახში ძალადობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

სამართალდამცველებმა ლაგოდეხის რაიონში ოჯახში ძალადობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. 

გამოძიებით დადგინდა, რომ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ქევხიანში მცხოვრებმა პირმა მეუღლეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

გამოძიება ოჯახში ძალადობის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ს 126-ე პრიმა მუხლით. დანაშაული ერთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დღის ამბები