ამ წუთებში სამართალდამცველების მობილიზებაა რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან. აქ ცოტა ხნის წინ ცივი იარაღით დაჭრილი თბილისის 35-ე სკოლის 2 მოსწავლე შეიყვანეს.
საავადმყოფოში შეყვანილიდან ერთ-ერთს ფილტვის, მეორეს კი გულ-მკერდის არეში აქვთ ჭრილობა მიყენებული.
შინაგან საქმეთ სამინისტროში „კურიერს“ განუმარტეს, რომ გამოძიება დაწყებულია და ამ წუთებში გადაუდებელი ღონისძიებები ტარდება.