26 დეკემბერი 2024,   09:23
ვრცლად
თავდასხმის შედეგად დაშავებული "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტი, რესპუბლიკურ საავადმყოფოშია მოთავსებული

თავდასხმის შედეგად დაშავებული "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტი, დავით ერაძე რესპუბლიკურ საავადმყოფოშია მოთავსებული. მას სხვადასხვა სახის დაზიანებები აქვს მიღებული. 

ერაძეს თავს ლადო სადღობელაშვილი და ე.წ. ქართული მარშის წევრები, "რუსთავი 2"-ის შესასვლელთან დაესხნენ მაშინ, როდესაც მათ გიორგი გაბუნიას და ტელეკომპანიის იურისტს გზა გადაუკეტეს. ტელეკომპანიის ოფისთან ე.წ მარშის წევრებმა ჩასაფრება მოუწყევს არხის წამყვანს, გიორგი გაბუნიას. მას შემდეგ, რაც ტელეწამყვანმა შენობა "რუსთავი 2"-ის იურისტთან, თამთა მურადაშვილთან ერთად დატოვა, მანქანა ალყაში მოაქციეს. გიორგი გაბუნიას და თამთა მურადაშვილის თავისუფლება ნახევარი საათის განმავლობაში უკანონოდ იყო აღკვეთილი. დაზიანებულია ავტომობილი, ე.წ. მარშის წევრები მანქანის მინების ჩამსხვრევას, ძალით კარების გაღებას და მანქანში მყოფ ადამიანებთან ფიზიკურ ანგარიშსწორებას ცდილობდნენ.

დღის ამბები