26 დეკემბერი 2024,   10:01
ვრცლად
თავდასხმა „რუსთავი 2“-ის ოფისზე - ნაცემი არიან ჟურნალისტები

თავდასხმა "რუსთავი 2"-ზე და მის ჟურნალისტებზე - ტელეკომპანიის ოფისთან ე.წ მარშის წევრებმა ჩასაფრება მოუწყევს არხის წამყვანს, გიორგი გაბუნიას. მას შემდეგ, რაც ტელეწამყვანმა შენობა "რუსთავი 2"-ის იურისტთან, თამთა მურადაშვილთან ერთად დატოვა, მანქანა ალყაში მოაქციეს. გიორგი გაბუნიას და თამთა მურადაშვილის თავისუფლება ნახევარი საათის განმავლობაში უკანონოდ იყო აღკვეთილი. დაზიანებულია ავტომობილი, ე.წ. მარშის წევრები მანქანის მინების ჩამსხვრევას, ძალით კარების გაღებას და მანქანში მყოფ ადამიანებთან ფიზიკურ ანგარიშსწორებას ცდილობდნენ.

თავდასხმა მოხდა ჟურნალისტებზეც რომლებიც, მომხდარს აშუქებდნენ და თავიანთ პროფესიულ მოვალეობას ასრულებდნენ. ნაცემია დავით ერაძე, ის სასწრაფო გადაუდებელი დახმარების ბრიგადამ რესპუბლიკურ საავდმუყოფოში გადაიყვანა. არხის შენობასთან ე.წ. მარშის წევრებმა აქცია გადაცემა "პოსტ სკრიპტუმის" გუშნდელი ეთერის შემდეგ გამართეს, ისინი წამყვანის ერთ-ერთ საკადრო ტექსტს აპროტესტებდნენ.

დღის ამბები