08 სექტემბერი 2024,   03:53
ვრცლად
იოჰან სებასტიან ბახის ნაწარმოებები თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის ეზოში, ღია ცის ქვეშ დაუკრეს

იოჰან სებასტიან ბახის ნაწარმოებებს დღეს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის ეზოში, ღია ცის ქვეშ უკრავდნენ. აქცია საერთაშორისო მოძრაობა სახელწოდებით „ბახი მეტროში“ ფარგლებში გაიმართა, რომელის მიზანიც მომავალი თაობის კლასიკური მუსიკისადმი დაინტერესებაა.

ღონისძიება გერმანელი კომპოზიტორისა და მუსიკოსის 333 წლის იუბილესთან დაკავშირებით დაიგეგმა.

საერთაშორისო მოძრაობა ანალოგიურ კონცერტებს თბილისთან ერთად ატარებს მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში.

დღის ამბები