24 დეკემბერი 2024,   07:42
ვრცლად
ლაშა ბექაურმა და ლუკა მაისურაძემ ტაშკენტში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრებმა ლაშა ბექაურმა და ლუკა მაისურაძემ ტაშკენტში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს. ლაშა ბექაურმა იაპონელი, ბრაზილიელი და კუბელი სპორტსმენები დაამარცხა, ნახევარფინალში კი მოქმედი ოლიმპიური ჩემპიონი უზბეკ ძიუდოისტთან აკრძალული ილეთის გამო მოხსნეს.

ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში 22 წლის ბექაურმა ესპანეთის სახელით მოასპარეზე ტრისტან მოსახლიშვილს აჯობა. ლუკა მაისურაძემ ბრინჯაოს მედალი კუბელი სპორტსმენის დამარცხებით მოიპოვა, მანამდე კი ქართველმა სპორტსმენმა ლიბანელი, მონღოლი და ესპანელი ძიუდოისტები დაამარცხა.

დღის ამბები