15 ნოემბერი 2024,   08:22
ვრცლად
ლიონელ მესის "საუკუნის ქორწილი"

ლიონელ მესი და ანტონელა როკუცო 10-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ დაქორწინდნენ. აღსანიშნავია, რომ წყვილმა ერთმანეთი ჯერ კიდევ 5 წლის ასაკში გაიცნო და მათ ორი შვილი ჰყავთ.

საქორწილო ცერემონია არგენტინაში, მესის მშობლიურ ქალაქ როსარიოში მიმდინარეობს. ფეშენებელურ სასტუმროში 260 სტუმარია მიწვეული, მათ შორის მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავები და შოუ ბიზნესის ცნობილი სახეები.

გავრცელებული ცნობით, სტუმრების სიაში ვერ მოხვდნენ დიეგო მარადონა და მწვრთნელი პეპ გუარდიოლა. არგენტინულმა მედიამ მესის ქორწილს "საუკუნის ქორწილი" უწოდა.

დღის ამბები