ქართველმა ჩოგბურთელმა, ნიკოლოზ ბასილაშვილმა უიმბლდონი გამარჯვებით დაიწყო. ბასილაშვილმა დიდი სლემის ტურნირის პირველ შეხვედრაში არგენტინელი კარლოს ბერლოკი დამაჯერებლად - 6:4, 7:6(3), 6:1 დაამარცხა.
შეხვედრა 2 საათი და 18 წუთი გაგრძელდა. გამარჯვების შედეგად ბასილაშვილი ATP-ის ცოცხალ რეიტინგში 8 პოზიციით დაწინაურდა და ამჟამად 46-ე ადგილს იკავებს, რაც მისი კარიერის საუკეთესო შედეგია.
თანრიგში ნიკას შემდეგი მეტოქე 29 წლის აშშ-ს წარმომადგენელი, სემ ქუერი იქნება, რომელიც ATP-ს რეიტინგში 28-ე ადგილს იკავებს. შეხვედრა 5 ივლისს გაიმართება.