27 აპრილი 2024,   14:53
ვრცლად
სერგეენკო არ გამორიცხავს, რომ დღეს გიორგი მარგველაშვილმა საპრეზიდენტო კანდიდატად საკუთარი თავი წარადგინოს

უკვე ცნობილია, რომ პრეზიდენტის გამოსვლას მინისტრთა კაბინეტის წევრები დაესწრებიან.

პარლამენტში უკვე მივიდა ჯანდაცვის მინისტრი. დავით სერგეენკო არ გამორიცხავს, რომ დღეს გიორგი მარგველაშვილმა 2018 წლის საპრეზიდენტო კანდიდატად საკუთარი თავი წარადგინოს.

აქვს თუ არა შანსი გიორგი მარგველაშვილს მეორე ვადით გახდეს საქართველოს პრეზიდენტი, სერგეენკო ამბობს, რომ ეს ცალსახად საქართველოს მოსახლეობის გადასაწყვეტია.
„მან ერთ-ერთ გამოსვლაში განაცხადა, რომ არ გამორიცხავს, თუმცა გადაწყვეტილება არ მიუღია. შეიძლება ამის შესახებ დღეს განაცხადოს, რადგან პრეზიდენტის რანგში მისი ბოლო გამოსვლაა,“-განაცხადა სერგეენკომ.

დღის ამბები