08 მაისი 2024,   06:42
ვრცლად
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით კონტრაბანდული ოქრო-ვერცხლი ამოიღო

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით ოქროს კონტრაბანდის 5 ფაქტი გამოავლინა.

ოთხ შემთხვევაში, ბრალდებულებმა საქართველოს ტერიტორიაზე ოქროს შემოტანა მანქანაში მოწყობილი სამალავების მეშვეობით სცადეს. სულ ამოღებულია 5 კგ-მდე ოქრო და 50 კგ-ზე მეტი ვერცხლი.

კიდევ ერთ შემთხვევაში ბრალდებული 360 000 ლარის ღირებულების ოქროს სამკაულის შემოტანას საბაჟო დეკლარაციის შევსების გარეშე ცდილობდა. წაყენებული ბრალი 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დღის ამბები