08 მაისი 2024,   16:48
ვრცლად
საქართველოს რობოტიკის გუნდმა საერთაშორისო კონკურსზე First Global მესამე ადგილი დაიკავა

საქართველოს რობოტიკის გუნდმა მექსიკაში გამართულ რობოტიკის საერთაშორისო კონკურსზე First Global მესამე ადგილი დაიკავა. წელს კონკურსში 193 ქვეყნის გუნდი მონაწილეობდა.

კონკურსის თემა განახლებადი ენერგია, კერძოდ, მზის პანელები და ქარის ტურბინები იყო, რომელთა მეშვეობით რობოტებმა ელექტროენერგია უნდა გამოიმუშაონ. თითოეულ კონკურსში ერთმანეთს სამი გუნდისგან შემდგარი ალიანსები ეჯიბრებოდნენ.

ფინალურ ტურში 48 ქვეყნის გუნდმა მიიღო მონაწილეობა. ალიანსი, რომელშიც საქართველო, დიდი ბრიტანეთი და ყატარი შედიოდა, მესამე ადგილზე გავიდა. პირველი ადგილი რუმინეთის, სინგაპურისა და გერმანიის ალიანსმა დაიკავა.

დღის ამბები