07 მაისი 2024,   16:43
ვრცლად
ლევან ყიფიანი "ომეგა ჯგუფის" ხელმძღვანელის ბრალდებებს, სასამართლო სარჩელით პასუხობს

ლევან ყიფიანი ზაზა ოქუაშვილის წინააღმდეგ - სკანდალში გახვეული სპორტის ყოფილი მინისტრი, "ომეგა ჯგუფის" ხელმძღვანელის ბრალდებებს, სასამართლო სარჩელით პასუხობს. ყიფიანის უფლებადამცველის ინფორმაციით, სარჩელის მომზადება უკვე დაწყებულია, თუმცა როდის შეიტანენ სასამართლოში, უცნობია. სპორტის ყოფილი მინისტრი სასამართლო წესით გუშინ გამოკითხეს. ლევან ყიფიანმა აუდიო ფაილების ავთენტიკურობა დაადასტურა, თუმცა ასევე განაცხადა, რომ ჩანაწერები დამონტაჟებულია.

"ცალსახად ჩანს ამ საქმეში, რომ ის გარკვეული ნაწილები, რაც ჩემთვის არის ცნობილი ბევრი საკითხი გამომდინარეობდა მათი, როგორც ბიზნეს თანამშრომლების საქმიანობიდან,"-აცხადებს ყიფიანის ადვოკატი, შალვა ხაჭაპურიძე.

დღის ამბები