08 მაისი 2024,   17:13
ვრცლად
რუსეთის მიერ ჟენევის მოლაპარაკებების დატოვება - საქართველოს საგარეო უწყება ოკუპანტის ქმედებას დესტრუქციულს უწოდებს

ჟენევის მოლაპარაკებების 46-ე რაუნდი და დისკუსიის თავიდან აცილების მორიგი მცდელობა - მოსკოვის, ოკუპირებული სოხუმისა და ოკუპირებული ცხინვალის წარმომადგენლები ქართული მხარის მიერ ოკუპირებული რეგიონებიდან დევნილების უსაფრთხო დაბრუნების საკითხის დასმამ გააღიზიანა და მოლაპარაკებების მაგიდა დატოვეს.

ქართულმა დელეგაციამ ატოცთან ხელოვნური ბარიერების აღმართვის უკანონო პროცესიც დაგმო, განსაკუთრებული ყურადღება ტატუნაშვილი-ოთხოზორიას მკვლელობის ფაქტებზე გაამახვილა.

„ჩვენ ვმოქმედებთ იმ ფუნდამენტური ჩარჩოებისა და პრინციპების გათვალისწინებით, რომელსაც ითვალისწინებს ფუძემდებლური დოკუმენტები მატ შორის 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება.

მოგეხსენებათ,რომ ამ ფორმატის დღის წესრიგი არის განსაზღვრული და ამ დღის წესრიგის ფარგლებში მუდმივად ვაყენებთ იმ ძირითად საკითხებს, როგორც ჰუმანიტარული ხასიათის ასევე უსაფრთხოებისა და ზოგადი ვითარების შესახებ.

ეს არის დესტრუქციული ქმედება. რუსულ მხარეს არ აქვს არანაირი სურვილი და მზადყოფნა იმისა, რომ განიხილოს ის ძირითადი საკითხები რომელზეც ჩვენ ვისაუბრეთ, საუბარია ლტოლვილებისა და დევნილების ღირსეულ დაბრუნებაზე“-აცხადებს საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი ვლადიმერ კონსტანტინიდი.

ამავე თემაზე
დღის ამბები