08 მაისი 2024,   16:28
ვრცლად
ავსტრიის ალპებში კვლავ ზვავი ჩამოწვა

ავსტრიის ალპებში კვლავ ზვავი ჩამოწვა. რამსაუს საკურორტო ზონაში სტიქიამ ერთ-ერთი სასტუმრო დააზარალა. სასადილო დარბაზი თოვლის მასით გაივსო. მაშველებმა ყველა სტუმრის გაყვანა მოასწრეს და თოვლისგან შენობის გაწმენდას შეუდგნენ.

ზვავსაშიშროებაა გამოცხადებული შვეიცარიაშიც. მოსალოდნელი ზარალის თავიდან ასაცილებლად დავოსში ზვავი ხელოვნურად გამოიწვიეს, საგანგებო ზომების მიღებამდე კი მოსახლეობა გააფრთხილეს. მათ რამდენიმე საათის განმავლობაში ბუნკერებში ყოფნა მოუხდათ.

ბოლო მონაცემით, დიდთოვლობას ევროპაში 26 ადამიანი ემსხვერპლა.

დღის ამბები