07 მაისი 2024,   15:12
ვრცლად
"ნუ მეკითხებით, რა იგულისხმა პრემიერმა, მე ხომ ვერ გამოვიცნობ“ - ეკა ბესელია

ეკა ბესელია მოსამართლეების სიასთან დაკავშირებით პრემიერის განცხადებას პასუხობს. საპარლამენტო უმრავლესობის წევრის თქმით, მისი სურვილიც სწორედ ის არის, რომ უზენაეს სასამართლოში გასამწესებელი მოსამართლეების შესარჩევად მმართველმა გუნდმა ერთიანი პოზიციით კრიტერიუმები შეიმუშაოს.

ბესელია ამბობს, რომ მან არ იცის, იგულისხმა თუ არა მამუკა ბახტაძემ იმ ჯგუფში, რომელიც პრემიერის თქმით, მოსამართლეების თემის პრივატიზებას ცდილობს.

„ჩემი ამოცანა სწორედ ეს არის, რომ ყველანი ვიყოთ ამ პროცესში ამ პოზიციაზე. მე მინდა, რომ პირიქით, რაც შეიძლება ბევრნი ვიყოთ. მე ნუ მეკითხებით, რა იგულისხმა პრემიერმა, მე ხომ ვერ გამოვიცნობ,“ - ამბობს ბესელია.

მამუკა ბახტაძის განცხადებით, მიუღებელია ამ თემის უკანონო პრივატიზაცია პოლიტიკური ჯგუფების მხრიდან. 
ამავე თემაზე
დღის ამბები