08 მაისი 2024,   15:56
ვრცლად
გაუფასურებული ლარი - ეროვნული ვალუტის ვარდნის ერთ-ერთ მიზეზად ექსპერტები TBC ბანკის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს ასახელებენ 

პანიკა სავალუტო ბაზარზე - ლარი დღეს კიდევ დაახლოებით, 2 თეთრით გაუფასურდა. ეროვნულმა ბანკმა ახალი გაცვლით კურსი, 17:00 საათზე დაადგინა. 

ბოლო 3 დღის განმავლობაში ლარი უკვე 5 თეთრით გაუფასურდა. ეროვნული ვალუტა, ხანმოკლე პაუზის შემდეგ, ისევ ვარდნის რეჟიმში გადადის.

ეკონომისტი, გიორგი პაპავა ამბობს, რომ ის რაც TBC ბანკის გარშემო ბოლო პერიოდში ვითარდება, ქვეყნის ეკონომიკაზე მნიშვნელოვნად ახდენს გავლენას.

„პროცესები, რომელიც ბოლო დღეების თუ კვირების განმავლობაში მიმდინარეობს TBC ბანკთან დაკავშირებით, ცალსახად ზრდის გაურკვევლობას და ამცირებს ნდობას ზოგადად ქვეყნის ეკონომიკის მიმართ. მსგავსი მერყეობები გამორიცხულია, რომ არ აისახოს როგორც რაღაც კონკრეტული ბანკის აქციის ფასი იქნება თუ ა.შ. ასევე ზოგადად ეკონომიკის პარამეტრებზე. ამ შემთხვევაში, ყველაზე სწრაფად ალბათ ის მაინც ლარის გაცვლით კურსში აისახება,“ - აცხადებს ეკონომისტი, გიორგი პაპავა.

ეროვნული ვალუტის გაუფასურების მიზეზებზე საუბრობს ეკონომისტი აკაკი ცომაიაც. სფეროს ექსპერტი აცხადებს, რომ ლარის კურსზე გავლენას ქვეყანაში არსებული ბევრი ფაქტორი ახდენს და მათ შორის არის ერთ-ერთი მსხვილი საფინანსო ორგანოს, "თიბისი" ბანკის საქმეც. 

„ხელისუფლების მხრიდან, ფაქიზად მიდგომა ხელისუფლებას თითქოს ესმის დეკლარირების დონეზე. მეორე მხრივ, საზოგადოებისთვის ღიად და აშკარად საუბრობს "თიბისი" ბანკის დარღვევებზე. რა თქმა უნდა, ლარის კურსზე ახდენს ბევრი ფაქტორი გავლენას, მათ შორის ეს ბოლო საკითხები. მთლიანობაში, ეკონომიკა გამოჰყავს წონასწორობიდან და ადგილი აქვს ესეთ შოკებს. შოკები იწვევს, შესაბამისად, ესეთ რყევებს,“ - განაცხადა აკაკი ცომაიამ.

ოფიციალური მონაცემებით, ერთი დოლარის ღირებულება, უკვე 2 ლარი და 70 თეთრია. ერთი ევრო კი 3 ლარი და 0701 თეთრი. 

ამავე თემაზე
დღის ამბები