07 მაისი 2024,   16:09
ვრცლად
ოკუპირებულ ცხინვალში მოკლულ არჩილ ტატუნაშვილს დღეს 36 წელი შეუსრულდებოდა

ოკუპირებულ ცხინვალში მოკლულ არჩილ ტატუნაშვილს დღეს 36 წელი შეუსრულდებოდა.

ყოფილი ქართველი სამხედროს ხსოვნას პატივი მისმა მეგობრებმა და ოჯახის წევრებმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე მიაგეს.

მათთან ერთად დაღუპულის ხსოვნას პატივი მიაგო შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა.

ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის საქმის გამოძიება გრძელდება და საქმე იქამდე არ დაიხურება, ვიდრე მკვლელები არ დაისჯებიან.

“დღეს არჩილ ტატუნაშვილი გახდებოდა 36 წლის. ერთ წელზე მეტი გავიდა, რაც ის უკანონოდ დააკავეს, აწამეს და მოკლეს დღეს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში. დამნაშავეები ჯერ კიდევ არიან დაუსჯელნი, ვინც მას მოუსწრაფა სიცოცხლე და ოჯახს ეს თარიღი უქცია ტრაგედიად. ჩვენი დელეგაცია ჟენევაში და სახელმწიფო მთლიანად, ყველა ინსტრუმენტის გამოყენებით გააგრძელებს ბრძოლას იმისთვის, რომ ამ მკვლელობის დამნაშავეები იქნენ დასჯილი,“ - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

არჩილ ტატუნაშვილის მამის თქმით, გამოძიებამ ძალები არ დაიშურა და მისი შვილის მკვლელობაში მონაწილე ორი პიროვნება დაადგინეს. გიორგი ტატუნაშვილი იმედს იტოვებს, რომ სამართალი აუცილებლად იზეიმებს.

„მნიშვნელოვანია, რომ არ ივიწყებენ ჩემს შვილს. გამოძიებამაც რაც შეძლო, არ დაიშურეს ძალისხმევა და ის 2 პირი მაინც დაადგინეს. იმედი მაქვს, რომ შეიძლება, მე ვეღარ მოვესწრო, მაგრამ სამართალი იზეიმებს, როცა იქნება,“ - აცხადებს გიორგი ტატუნაშვილი.

დღის ამბები