07 მაისი 2024,   15:51
ვრცლად
"ნებისმიერი პოლიტიკოსი, ვინც დაეთანხმება დანაწევრებული საქართველოს ნატო-ში მიღებას, ხდება სამშობლოს მოღალატე" - ნინო ბურჯანაძე

დემოკრატიული მოძრაობის ლიდერი, ნინო ბურჯანაძე, ნატო-ს ყოფილი გენერალური მდივნის განცხადებას ეხმაურება.

განცხადებაში საუბარია საქართველოს გაწევრიანებაზე ნატო-ში, აფხაზეთისა და სამაჩაბლოს გარეშე.

ნინო ბურჯანაძის თქმით, ვინც გაყოფილ საქართველოს ნატო-ში წევრობას სთავაზობს, მას საქართველოს ბედი არ ანაღვლებს.

„აბსოლუტურად აღშფოთებული ვარ იმ განცხადებით, რომელიც ახლა უკვე ოფიციალურად გააკეთა ნატო-ს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა, ბატონმა რასმუსენმა, სადაც შემოგვთავაზა ასეთი სქემა, რომ, როგორც ევროკავშირმა მიიღო გაყოფილი კვიპროსი 2004 წელს თავის რიგებში, ახლა ნატო-მ იფიქროს იმაზე, რომ გაყოფილი და დანაწევრებული საქართველო, აფხაზეთის და სამაჩაბლოს გარეშე, მიიღოს ნატო-ს წევრად. ეს არის აღმაშფოთებელი და კატეგორიულად მიუღებელი პოზიცია. თუ ასეთი ერთგულები არიან ჩვენი, ევროკავშირში მიგვიღონ. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, ნებისმიერი პოლიტიკოსი, რომელიც დაეთანხმება ამ ფორმულირებას - საქართველოს ნატო-ში კვიპროსის ვარიანტში მიღებას, უბრალოდ, ნებსით თუ უნებლიეთ, ხდება სამშობლოს მოღალატე,“ - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

დღის ამბები