09 მაისი 2024,   15:11
ვრცლად
აფეთქება დიღმის მასივში - გამოკითხვები პოლიციის განყოფილებაში დღესაც გაგრძელდება

აფეთქება დიღმის მასივში - მომხდართან დაკავშირებით გამოკითხვები პოლიციის ადგილობრივ განყოფილებაში დღესაც გაგრძელდება.

პროცესი გუშინ გვიანობამდე მიმდინარეობდა. გამოიკითხა „ყაზტრანსგაზის“ რამდენიმე თანამშრომელი და ადგილობრივი მოსახლეობა.

გაზგამანაწილებელი კომპანიის წარმომადგენლებმა პოლიციის შენობის დატოვებისას ჟურნალისტებთან საუბრისგან თავი შეიკავეს. სავარაუდოდ, ეს სწორედ ის პირები იყვნენ, რომლებიც შემთხვევის ადგილზე გამოძახების დროს მივიდნენ. უკვე გამოიკითხა იმ ბინის მეპატრონეც, სადაც აფეთქება მოხდა.

გამოძიება უსაფრთხოების და ექსპლუატაციის წესების დარღვევის ფაქტზე მიმდინარეობს, რასაც მძიმე შედეგი მოჰყვა. დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დღის ამბები