09 მაისი 2024,   02:58
ვრცლად
"ეს არ არის ის საქართველო, რომლისთვისაც 30 წლის წინ ვიბრძოდით" - 9 აპრილის აქციის მონაწილეები ტრაგედიას იხსენებენ 

ეს არ არის ის საქართველო, რომლისთვისაც 30 წლის წინ ვიბრძოდით - ამბობს 9 აპრილის ტრაგედიის ერთ-ერთი გმირი. 9 აპრილის აქციის უსინათლო მონაწილე, რომელიც დარბევისას ცნობილ სიმღერას „სალაღობოს“ ასრულებდა, 30 წლის წინ განვითარებულ მოვლენებს იხსენებს.

ლეილა ვეფხვაძე ამბობს, რომ სიმღერა ტანკების გამოჩენის შემდეგ ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას თხოვნით სიმღერა დაიწყეს. მისი თქმით, 30 წლის წინ ქართველი ერი დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში ერთ მუშტად იყო შეკრული. 

„თუმცა გამოჩნდა ტანკები რუსთაველზე ბატონმა ზვიადმა და მერაბმა  გვთხოვეს, გოგოებო ძალიან გთხოვთ ეს სიმღერა დააგუგუნეთო, რადგან ჩვენ ის ერი ვართ,რომელიც სიკვდილსაც სიმღერით ხვდებაო. ჩვენ ეს შევძელით, ჩვენ ბოლომდე ვიმღერეთ ეს სიმღერა, მაგრამ კაბელი გაწყდა და არ ისმის ბოლომდე.

საკმაოდ ტკივილიანია 9 აპრილის გახსენება, მე გული მწყდება რომ ისეთი არ არის საქართველო, რაზეც ვოცნებობდით, როგორიც გვინდოდა. როცა ტანკები გამოჩნდა, მაშინაც კი,როცა ხალხმა ზევით ამოიწია და ფაქტობრივად კედელს გავეკარით, მაშინაც კი იმაზე ფიქრობდნენ, რომ სხვისთვის ეშველათ, როგორმე გზა მიეცათ სხვისთვის,“- ამბობს აქციის მონაწილე ლეილა ვეფხვაძე.

9 აპრილის მემორიალთან ტრაგიკული მოვლენები დღეს კიდევ ერთხელ გაიხსენეს დაღუპულთა ოჯახის წევრებმა და იმ ადამიანებმა, რომლებიც 30 წლის წინაც, ისევ რუსთაველის გამზირზე იდგნენ და სამშობლოს თავისუფლებისთვის იბრძოდნენ.

დღის ამბები