27 აპრილი 2024,   21:16
ვრცლად
გარემოსდამცველთა აქციები ლონდონში - 10 დღიანი პროტესტი სრულდება

ლონდონში გარემოსდამცველების 10 დღიანი პროტესტი სრულდება. ამის მიუხედავად ქალაქის სხვადასხვა რაიონში ისინი მიტინგებს მაინც მართავენ. დილიდან აქტივისტებმას კენერი-ვარფის რკინიგზის სადგურშის ბლოკირება მოახდინეს. ისინი მატარებელზე ავიდნენ და სადგურის დატოვების საშუალება არ მისცეს.

აქციაში ახალგაზრდების გარდა ასაკოვანი აქტივისტების მონაწილეობდნენ. ერთ-ერთი აქტივისტი 83 წლისაა.

ლონდონის საფონდო ბირჟასთან გამართული აქცია დაკავებების ფონზე მიმდინარეობდა. გარემოსდამცველებმა საპროტესტო ბანერები გამოფინეს და ბირჟის ორივე შესასვლელი ჩაკეტეს. საბოლოოდ ისინი პოლიციელებმა დააკავეს.

გარემოსდამცველთა აქციები ლონდონში 15 აპრილს დაიწყო. ისინი ხელისუფლებისგან კლიმატის ცვლილებებთან საბრძოლველად ეფექტური ზომების გატარებას მოითხოვენ.

დღის ამბები