07 მაისი 2024,   16:56
ვრცლად
ტრამპის ვიზიტი ლონდონში - აშშ-ის პრეზიდენტი ტერეზა მეის შეხვდა

დონალდ ტრამპის ვიზიტის მეორე დღე ლონდონში ოფიციალური შეხვედრებით დაიწყო. სენტ ჯეიმსის სასახლეში შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბიზნესწრეების წარმომადგენლებს შეხვდა. მოგვიანებით დონალდ ტრამპმა პრემიერმინისტრის რეზიდენციაში გადაინაცვლა, სადაც ტერეზა მეისთან მოლაპარაკება გამართა.

ორმხრივი ურთიერთობის გარდა, შეხვედრაზე კლიმატის ცვლილებებს და კომპანია “Huaway”-ს ირგვლივ შექმნილი ვითარებასაც განიხილავენ, რაზეც მხარეებს განსხვავებული პოზიციები აქვთ.

პარალელურად, მთელი ქვეყნის მასშტაბით საპროტესტო აქციები მიმდინარეობს, მათ შორის ლონდონშიც. ტრამპის პოლიტიკის მოწინააღმდეგეები ტრაფალგარის მოედანზე შეიკრიბნენ. მოგვიანებით მათ ოპოზიციის ლიდერებიც შეუერთდებიან.

დღის ამბები