08 მაისი 2024,   11:48
ვრცლად
რაც უფრო დიდხანს გაწელავს გახარია გადადგომას, მით უფრო მტკივნეული იქნება - სტუდენტები შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებენ

გონს მოეგონ და სწრაფად მიიღონ ეს გადაწყვეტილება - პარლამენტის წინ მოშიმშილე სტუდენტები ხელისუფლებისგან, შს მინისტრის დროულად გადაყენებას ითხოვენ.

მათი თქმით, შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებენ და უფრო მეტიც, მოშიმშილე სტუდენტები მათ რეგიონებიდანაც შეუერთდებიან.

"არ ვაპირებთ შევწყვიტოთ შიმშილობა, ჩვენ გვიერთდებიან უკვე სხვადასხვა ქალაქებიდან. მე მოვუწოდებ შს მინისტრს, რაც უფრო მალე მიიღებს გადაწყვეტილებას და გადადგება, მით მარტივი იქნება ეს პროცესი, რაც უფრო გაწელავს -მით მტკივნეული. გონს მოეგონ და სასწრაფოდ მიიღონ გადაწყვეტილება ჩვენ არ გავჩერდებით,“-ამბობს გიგა ლემონჯავა.

ბათუმელი სტუდენტები შიმშილობას შეკვეთილში, ბიძინა ივანიშვილის სახლთან იწყებენ. ისინი ივანიშვილის სახლის შესასვლელთან კარავს გაშლიან.

პარლამენტთან უკვე მეორე დღეა პროტესტს, უკიდურესი ფორმით აქციის 6 მონაწილე გამოხატავს. მოშიმშილეები არ აპირებენ შეწყვიტონ პროტესტის ეს ფორმა ვიდრე არ გადადგება შინაგან საქმეთა მინისტრი და არ გათავისუფლდება ყველა დაკავებული.

დღის ამბები