09 მაისი 2024,   02:40
ვრცლად
ხელისუფლებას სიტუაცია მიჰყავს რადიკალიზაციამდე - ოპოზიცია პროკურატურის განცხადებას აფასებს და პოლიტიკურ დევნაზე საუბრობს 

ხელისუფლებას სიტუაცია მიჰყავს რადიკალიზაციამდე - ასე აფასებს ოპოზიცია პროკურატურის დღევანდელ გაცხადებას, რომლითაც მთავარი საგამოძიებო უწყება, უკვე მტკიცებით ფორმაში, სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაზე ალაპარაკდა.

პროკურატურამ დღეს სიტყვა სიტყვით გაიმეორა მმართველი გუნდის შეფასების ის ნაწილი, რისთვისაც სისხლიანი 20 ივნისის ავტორს, ხელისუფლება პოსტიდან გაშვების ნაცვლად, მადლობას უხდის. ხელისუფლების ოპონენტები აცხადებენ, რომ ბიძინა ივანიშვილი შეშინებულია და პოლიტიკური ძალაუფლების შენარჩუნებისთვის ყველაფერზე მზად არის.  

სალომე სამადაშვილი-ის სურათის შედეგი„ბიძინა ივანიშვილი არის უკიდურესად შეშინებული, რადგან მან ძალიან ნათლად გაიგო, რომ პოლიტიკური ძალაუფლების დაკარგვა მის მიერ საქართველოში ეს არის გარდაუვალი. ამიტომ მან გადაწყვიტა, რომ შევიდეს ძალიან სახიფათო ფაზაში, რასაც ჰქვია პირდაპირ დაანონსებული პოლიტიკური ტერორი და რაც ხდება მხოლოდ და მხოლოდ იმ ქვეყანებში სადაც დემოკრატიის არანაირი ნიშანწყალი არ არსებობს,“-აცხადებს "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი სალომე სამადაშვილი.

"ევროპული საქართველოს" წევრი, დეპუტატი, ელენე ხოშტარია ამბობს, რომ ხელისუფლება იმ ტოტს ჭრის, რომელზეც თავად ზის. მისი თქმით, საზოგადოება მხოლოდ ერთს ითხოვს, დაისაჯოს აქციის სასტიკად დარბევაში მონაწილე ყველა პასუხისმგებელი პირი.  

ელენე ხოშტარია-ის სურათის შედეგი„ხელისუფლებამ უბრალოდ დაკარგვა ადეკვატურობა. საზოგადოება კონკრეტულად ითხოვს, დასახიჩრებული ადამიანების თვის გახარიას დასჯას მოხსნას და ყველა იმ ადამიანის დასჯას, ვინც ამაში მიიღო მონაწილეობა.

ამაზე პასუხად, გვირაბის გათხრის გამოძიების დაწყება,  უბრალოდ კიდევ უფრო აშორებს ხელისუფლებას, საზოგადოებას ნორმალურ სიტუაციას და ვითარება მიჰყავს რადიკალიზაციამდე, რაც არც ქვეყნისთვის არის სასარგებლო და "ქართული ოცნებისთვის" მოჭრა არის იმ ტოტის, რომელზეც სხედან, რაც კიდევ უფრო გაურთულებს მათ ვითარებას,“-განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

ოპოზიციის ლიდერების დევნა - ასე აფასებს "რესპუბლიკური პარტიის" პოლიტიკური მდივანი პროკურატურის დღევანდელ განცხადებას. ხათუნა სამნიძის თქმით, ასეთი ნაბიჯები ყოველთვის ხელისუფლების მარცხით სრულდება. 

ხათუნა სამნიძე-ის სურათის შედეგი„თუ აქამდე ნადირობდნენ პროტესტანტებზე, აქციის მონაწილეებზე, მისდევდნენ ბოლომდე,  სანამ არ დაასახიჩრეს ადამიანები. დღეს მათ გამოაცხადეს ნადირობა პოლიტიკოსებზე და პოლიტიკურ სპექტრზე, მაგრამ მინდა საზოგადოებას ვუთხრა, რომ ასეთი გადაწყვეტილებები და ნაბიჯები ყოველთვის მთავრდება ხელისუფლების მარცხით,“- ამბობს ხათუნა სამნიძე.

"თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთი ლიდერი მმართველ გუნდს ადეკვატური ქმედებისკენ მოუწოდებს. ნინო გოგუაძის თქმით, ხელისუფლებაში მყოფ ძალას მხოლოდ ერთადერთი რეალური ნაბიჯი აქვს და ეს შს მინისტრის გადაყენებაა

ნინო გოგუაძე-ის სურათის შედეგი„თურმე პარლამენტის წინ მიმდინარეობდა სახალხო ამბოხი ხელისუფლების ხელში ჩაგდების მიზნით. მათ ჰგონიათ, რომ რაც უფრო უტიფარ ტყუილს შემოგვთავაზებენ, მით უფრო გაამართლებენ იმ სისხლიან სისასტიკეს, რაც მათ ოცი ივნისის ღამეს მოაწყეს. რაც უფრო ადეკვატურად ნაბიჯებს გადადგამენ და რაც უფრო ადრე გაათავისუფლებენ გახარიას, მით უკეთესი იქნება მათთვისაც და სახელმწიფოსთვისაც,“ - აცხადებს ნინო გოგუაძე.

დღის ამბები