07 მაისი 2024,   23:18
ვრცლად
ჯგუფური ძალადობის საქმეზე დაკავებულებისთვის აღკვეთის შეფარდებაზე სასამართლო იმსჯელებს

20-21 ივნისის მოვლენებისას ჯგუფური ძალადობის საქმეზე დაკავებულ ოთხივე პირს ბრალი ოფიციალურად წარედგინა. ცოტნე სოსელიას, ბესიკ თამლიანს, კახაბერ კუპრეიშვილსა და ზურაბ ბუდაღაშვილს ბრალად სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა ედებათ, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს. დაკავებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო  დღეს იმსჯელებს.

„ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ ბრალდებულების ასაყვანად სპეცრაზმიც კი გამოიყენა. ახალგაზრდა პოეტის, ზურაბ ბუდაღაშვილის ეზოში სამართალდამცველები სრული ეკიპირებით და ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებულები მოულოდნელად შეიჭრნენ. პროტესტის ნიშნად ბუდაღაშვილმა ადვოკატზე უარი თქვა და ბრალს არ აღიარებს.

დაკავებულებს შორის არის 40 წლის ბესიკ თამლიანიც. 20 ივნისს თამლიანი ჯერ კიდევ აქციაზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის დააკვეს რუსთაველის გამზირიდან კი გორის იზოლატორში მძიმე დაზიანებებით შეიყვანეს. 

ბესიკ თამლიანის ადვოკატი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის საწინააღმდეგო მტკიცებულება საქმის მასალებში არ დევს.

„თამლიანმა ჩაიდინა ჯგუფურ მოქმედებაში მონაწილეობა, რასაც თან ახლდა ძალადობა, რბევა, სხვისი ნივთის დაზიანება, განადგურება, იარაღის გამოყენებით ხელისუფლების წარმომადგენლისადმი წინააღმდეგობა და მათზე თავდასხმა, როგორც იქ აღვნიშნე, ერთადერთი ატომური იარაღი არ არის მითითებული, რომ გამოიყენა ამ კაცმა. ძირითადად, რამდენადაც ჩემთვის არის ცნობილი, ეს არის პოლიციელების ჩვენებები და ეს ფირი და ექსპერტიზის დასკვნა, რომლითაც მოხდა ამოცნობა კონკრეტული პირის. კონკრეტული მტკიცებულება, რომ თამლიანი აპირებდა პარლამენტში შეღწევას ძალადობით, თავდასხმას ამავე მიზნით, ასეთი რაიმე სახის მტკიცებულება, ამ ჩამონათვალშიც არ არის,“ - განაცხადა ვახტანგ იაშვილმა.

დაკავებულებს შორის არის 25 წლის მორაგბე ცოტნე სოსელია. ოჯახმა დაკავების შესახებ ჟურნალისტებისგან გაიგო. 6-დან 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება 39 წლის კახაბერ კუპრეიშვილსაც.

ამავე თემაზე
დღის ამბები