07 მაისი 2024,   16:32
ვრცლად
დაანებეთ იმ უდღეურების მოსმენას და აქეთ მე მომისმინეთ - ლევან ვასაძე მის მომხრეებს მიმართავს

„დაანებეთ იმ უდღეურების მოსმენას და აქეთ მე მომისმინეთ,“ - ამ სიტყვებით ლევან ვასაძემ პარლამენტის წინ შეკრებილ მის მომხრეებს მიმართა.

ლევან ვასაძე შსს-ს მოუწოდებს, რომ პროვოკატორები გაიყვანონ მიმდინარე აქციიდან.

„დღეს არის საოცარი დღე, ჩვენ აქ შეკრებილები ვართ, ეს არის ამათი შემწყნარებლობა და სიტყვის თავისუფლება, ეს არის ამათი გამოხატვის თავისუფლების ხელის არშეშლა, ეს არის ამათი ტოლერანტობა სხვა აზრის წინააღმდეგ. საათობით ვიდექით აქ, ერთი არაფერი შეგვიშლია მაგათთვის. ჩვენ ახლა პოლიციელებს ვთხოვთ, რომ დაამყარონ წესრიგი, გაიყვანონ პროვოკატორები, ჩვენ ჩვენს საქმეს ვაგრძელებთ. ძალიან გთხოვთ, ნუ ავყვებით ემოციებს, ნუ ავყვებით პროვოკაციებს.

ლევან ვასაძე შსს-სთან "თბილისი პრაიდის" ჩატარებას ეხმაურება.

„თბილისი პრაიდი" გადაიქცა თბილისი ჰაიდი, თბილისი კუკუდამალობანად,“ - ამბობს ვასაძე.

დღის ამბები